logo
ENG



ტრამპი მედიას ამერიკელი ხალხის მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებს 

05 ივლ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი მედიას ამერიკელი ხალხის მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ყველა მოწინააღმდეგეს მედია რასისტს უწოდებს.

„თქვენ ცილი დასწამეთ გმირების მთელ თაობას, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის," - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან სიტყვით გამოსვლისას, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დასასრულს. პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ, სადღესასწაულო ღონისძიებები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ფოიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღეს არეულობის გარეშე არ ჩაუვლია. რამდენიმე ქალაქში რასიზმის წინააღმდეგ კვლავ გაიმართა აქციები. მიტინგი დონალდ ტრამპის მომხრეებთან შეტაკებით დასრულდა თეთრ სახლთან. არეულობის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა